მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მარკ ჰულსტის ინფორმაციით, ქართველ ემიგრანტთა ზუსტი რიცხვი უცნობია.
"იზრდება თუ მცირდება მიგრაცია, ამის თქმა რთულია, რადგან მიგრანტთა ნაკადი ტალღის მსგავსად მიედინება. გარდა ამისა, ქართველი ემიგრანტების აღრიცხვა არ ხორციელდება, საელჩოებში არ წარმოებს მათი რეგისტრაცია. 2009 წელს ქართველი მიგრანტების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა. საქართველოს 400 129 მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, თავშესაფარი მიეღოთ პოლონეთში. ამ ადამიანების 99%-მა უარი მიიღო", - აღნიშნა მიგრაციის საერთაშორო ორგანიზაციის წარმარმომადგენელმა მარკ ჰულსტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ჰულსტის თქმით, ბოლო წლებში მიგრაციის მართვის სფეროში ევროკავშირსა და ცალკე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ქართული მხარის ურთიერთობა გააქტიურდა, რაც დადებითი მოვლენაა.
"საზღვარგარეთიდან სახლებში გამოგზავნილი ფულადი გზავნილები დღემდე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ალბათ ეს თანხა წელიწადში მილიარდი დოლარამდე ადის",_აღნიშნა ჰულსტმა.