ღვინის აღმართზე ხანძარია. ცეცხლი ე.წ. იტალიური ეზოს საცხოვრებელ სახლს უკიდია.
ადგილზე 8 სახანძრო ბრიგადა მუშაობს. იქვე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანები.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული შეშის ღუმელი გახდა. სახლში სულ 6 ოჯახი ცხოვრობდა. ის მთლიანადაა დამწვარი.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულ ოჯახებს ალტერნატიულ ფართს ადგილობრივი გამგეობა გამოუყოფს.