იაპონიიდან ტაივანში 25 ადამინი რადიაციის ზემოქმედების ქვეშ დაბრუნდა. მანამდე, სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იაპონიიდან დაბრუნებულ სამ მოქალაქე აღმოჩნდა მძლავრი რადიაციული ზემოქმედების ქვეშ.
ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული მოქალაქეები სხვადასხვა იაპონიის ქალაქებიდან ჩავიდნენ ტაივანში და მათ ნორმაზე ცოტათი მაღალი რადიაციული დასხივება აღმოაჩნდათ.
ტაივანში შეიქმნება სპეციალური მონიტორინგის სამსახური, რომელიც იაპონიიდან დაბრუნებული მოქალაქეების რადიაციულ დონეს შეამოწმებს.
კორეული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიიდან დაბრუნებულ 50 წლის მამაკაცის კუთვნილ ხალათზე და ქუდზე 1 მსვ რადიაციის დონე დაფიქსირდა.