იაპონიის ყველაზე დიდ კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.
მიწისძვრის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:32 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრა 21 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
ეპიცენტრი ტოკიოდან 91 კილომეტრის მოშორებით იყო.