თბილისის მერი გიგი უგულავა ვეძისის დასახლებაში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას შეხვდება და მათ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს მიულოცავს.
ნოვრუზ-ბაირამი მუსულმანების ახალი წელია და მოსახლეობა მას გაზაფხულზე, რამოდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნავს. ამ პერიოდში საერთო-სახალხო სეირნობა და კონცერტები იმართება, ასევე ყველა ოჯახში სადღესასწაულო სუფრაა გაშლილი, რომლის მთავარი ატრიბუტი მწვანე ჯეჯილია.
ნოვრუზ-ბაირამი მუსულმანებისთვის სიცოცხლის, სიყავრულის, სისუფთავის, შერიგებისა და ბუნების პატივისცემის ზეიმია, ამიტომ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
თბილისის იმ უბნებში, სადაც აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, ამ დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
2010 წლიდან ნოვრუზ-ბაირამი საქართველოში საერთო ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.
ვეძისის შემდეგ, თბილისის მერი ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს „რუსთაველის თეატრში" შეკრებილ აზერბაიჯანელებს მიულოცავს.