ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანია იაპონიაში ატომური ელექტროსადგურებისა და მასთან დაკავშირებული ობიექტების მშენებლობას შეწყვეტს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა.
აღნიშნული კომპანია ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას აომორის პრეფექტურაში, ომაში ანხორციელებდა. მისი მშენებლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო და 2017 წელს დასრულდებოდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გადაწყვეტილების მიღება იაპონიაში შექმნილი მწვავე ატომური ვითარების გამო იქნა მიღებული. შეგახსენებთ, რომ 11 მარტის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ფუკუსიმას ატომურმა ელექტროსადგურმა მძიმე დაზიანება მიიღო, რაც ქვეყანაში რადიაციის გავრცელების საფრთხეს ქმნის.
ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის მესამე რეაქტორის გამაგრილებელი სამუშაოები დამთავრდა. სამუშაოები 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ელექტროსადგურის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ეტაპზე მე-3 რეაქტორზე ახალი სამუშაოები არ იგეგმება.
შესაძლო რადიაციული დაბინძურების გამო 20 ადამიანზე მეტია მძიმედ დაავადებული.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, 5 457 ადამიანი და დაკარგულად ითვლება 9 508.