ლიბიის კეთილგანწყობა და ეკონომიკური თანამშრომლობა დასავლურ ქვეყნებთან შესაძლოა აღგენილ იქნეს იმ შემთხვევაშუი თუკი დასავლეთი ჯამაჰირიაში მიმდინარე მოვლენებში თავის შეცდომებს აღიარებს. ეს განცხადება ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფმა ტრიპოლში ტელეარხ "Russia Today"-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"იმ შემთხვევაში თუკი დასავლეთი გადახედავს თავის პოზიციას, აღიარებს თავის შეცდომებს, ბოდიშს მოიხდის, მოვა იტყვის "მე შევცდი, პოზიცია, რომელზეც მე ვიდექი არასწორი იყო. ამიტომაც ვაიძულე მე გაეროს უშიშღოების საბჭო მიეღო სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ გაერკვა იმაში თუ რა ხდებოდა ლიბიაში", - ამ შემთხვევაში დასავლეთმა უნდა გააუქმოს 1970 რეზოლუცია", _ განაცხადა კადაფმა და აღნიშნა - "მხოლოდ ამ შემთხვევაში, თუკი ისინი მოვლენ, ბოდიშს მოიხდიან და აღიარებენ, რომ არასწორი იყვნენ, შესაძლოა აღდგენილ იქნეს ურთიერთობები და ეკონომიკური თანამშრომლობა ნავთობის მოპოვებისა და ერთობლივი დაწესებულებების წარმოების სფეროში", _ აცხადებს მუამარ კადაფი.
ამასთან ერთად, კადაფმა ასევე აღნიშნა, რომ არის ალბათობა იმისა, რომ ლიბიაში დასავლური კომპანიები დაბრუნდნენ, მაგრამ მისივე თქმით, პრიორიტეტი ეკონომიკური მიმართულებით ყოველთვის იქნება რუსეთთან, ჩინეთთან და ინდოეთთან თანამშრომლობა.
"შესაძლოა ისინი დაბრუნდნენ, მაგრამ პრიორიტეტი რუსეთთან, ჩინეთთან და ინდოეთთან თანამშრომლობა იქნება. ამიტომაც ჩვენი მოკავშირეები ნავთობის სფეროში, ინვესტიციებსა და მშენებლობაში სწორედ რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი იქნებიან", _ აცხადებს მუამარ კადაფი.