განათლების ექსპერტები სკოლების ბრენდირებისას აბსურდულ შედეგების მიღებას არ გამორიცხავენ.
როგორც დღე, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე განათლების სფეროში მომუშავე ექსპერტებმა აღნიშნეს, კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ბრენდირებისას უმაღლესი შედეგის მქონე სკოლის მოსწავლეები საატესტატო გამოცდებისგან თავისუფლდებიან, რაც იმის საფუძველს ქმნის, რომ ყველა მშობელი შვილის საუკეთესო სკოლაში შეყვანას მოისურვებს.
მათივე შეფასებით, ეს სიტუაციას აბსურდამდე მიიყვანს და შედეგად, მცირე კონტიგენტიანი და დაბალი შედეგის მქონე სკოლების გაუქმება მოჰყვება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტებმა თბილისის 24-ე სკოლის მაგალითიც მოიყვანეს, როდესაც დირექტორის ჯანმრთელობას მდგომარეობას საფრთხე დაემუქრა ბავშვების მიღების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი აურზაურის გამო.