განათლების ექსპერტები "ქრისტიან-დემოკრატებს" სამთავრობო დებატების დროს მე-12 კლასის არსებობის საკითხის დაყენებას თხოვენ.
როგორც დღეს, პარლამენტში "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელმა ნათია გორგაძემ აღნიშნა, ამ დრომდე გაურკვეველია რატომ გადაწყვიტა განათლების სამინიტრომ მე-12 კლასის შემოღება.
"განათლების მინისტრს იქნებ ჰკითხოთ რა შედეგი მოგვიტანა მე-12 კლასის შემოღებამ, გარდა ფინასური დანაკარგისა", - მიმართა "ქრისტიან-დემოკრატებს" გორგაძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ოპოზიცია სამთავრობო დებატებზე მოითხოვენ განმარტებას, რატომ დაიწია სკოლო ასაკმა და რატომ ხდება 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში შეყვანა.
"ეს ხომ არ უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში სკოლამდელი აღზრდა ფაქტიურად არ არსებობს და პრობლემის მოგვარება ამ კუთხით უნდათ", - აღნიშნა მან.
ამასთან, განათლების ექსპერტების შეფასებით, მე-12 კლასის არაეფექტურობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დღემდე არ არსებობს სასწავლო გეგმა, რომელიც 12 წლიან სწავლებაზე იქნება მორგებული.