სუვენირების მწარმოებელმა ბრიტანულმა ფირმამ პრინცი უილიამისა და მისი სატრფოს ქეით მიდლტონის ქორწილის წინ სამეფო წყვილის გამოსახულებიანი ჭიქები დაამზადა. თუმცა უილიამის პორტრეტის ნაცვლად, სუვენირთა სერიაზე მისი ძმის, პრონცი ჰარის სურათი გამოსახეს.
კომპანიის საიტზე მითითებულია, რომ ფაიფურის ნაწარმის დამზადებისას ფირმას არც უილიამთან, არც მიდლტონთან კონსულტაცია არ გაუვლია. ამდენად, გაუგებარია, ფინჯნებზე ჰარის პორტრეტის გამოჩენა კომპანიის მხრიდან ხუმრობა ხომ არ იყო.
ასეა თუ ისე, ქეით მიდლტონისა და პრონცი ჰარის პორტრეტებიანი ფინჯნის შეძენა შესაძლებელია. ამის მიუხედავად, პრინცი ჰარის პორტრეტის ქვეშ კვლავაც შეცდომით აღნიშნულია, რომ მასზე პრინცი უილიამია გამოსახული. სუვენირის ფასი 9 ფუნტი და 99 პენსია, რაც 11 ევროს ტოლფასია.
შეგახსენებთ, სამეფო წყვილის გამოსახულებით სხვადასხვა სუვენირი დახლებზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 30 წლის პრინცმა უილიამმა და მისმა შეყვარებულმა ქეით მიდლტონმა ჯვრისწერის შესახებ განაცხადეს.
პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილ
ი 2011 წლის 29 აპრილსაა დანიშნული. საზეიმო ცერემონიალი ვესტმინსტერსკის სააბატოში შედგება.