2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემთხვევაში, ჰილარი კლინტონი მის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობას არ აპირებს. ამის შესახებ კლინტონმა სი-ენ-ენთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ქაიროში მისი ვიზიტის დროს ჩაწერეს.
ამასთან, ამერიკის საგარეო უწყების ახლანდელმა ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობისთვის ბრძოლას არც ამ ეტაპზე და არც 2016 წლისთვის არ აპირებს.
წამყვანის პასუხად, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტელემაყურებლებისაგან არაერთი წერილი მიიღო, რომლებიც ითხოვდნენ, ჰილარი კლინტონს თეთრი სახლისთვის ებრძოლა, კლინტონმა აღნიშნა: "მათი მხრიდან ეს შეთავაზება საინტერესოა, თუმცა არ ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას",_ აღნიშნა კლინტონმა.
ამასთან, ამერიკის საგარეო უწყების ახლანდელმა ხელმძღვანელმა, რომელსაც უკვე 68 წელი შეუსრულდა, აღნიშნა, რომ ორი წლის მანძილზე დაკისრებულ მისიას ბოლომდე შეასრულებს.
შეკითხვაზე, ობამას თავიდან არჩევის შემთხვევაში, აპირებს თუ არა იგი მის მომავალ გუნდში მუშაობას, კლინტონმა სამჯერ გაიმეორა სიტყვა "არა", დაკონკრეტებისგან კი თავი შეიკავა.
უფრო ადრე, აშშ-ის საგარეო უწყებს ხელმღვანელმა არაერთგზის დაადასტურა, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურაც არ წამოაყენებდა. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ობამა წარმატებებს მიაღწევს.