წყნარ ოკეანეში, იაპონიის კუნძულ იონაგუნის მახლობლად, მეცნიერებმა წყალქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს. როგორც იტყობინებიან, კუნძულიდან დაახლოებით 15 მეტრის სიშორეზე, 20 მეტრის სიღრმეში კაცობრიობის ყველაზე უცნაური გამოცანა მდებარეობს_ მთელი წყალქვეშა ქალაქი თავისი კიბეებით, სახლებით, გზებითა და ტაძრებით.
საიდუმლო ქალაქი თავისი ფართით თანამედროვე რომის ფართობის მსგავსია. ყველაზე მეტად მკვლევრები უცნაური ქვის ქანდაკებამ განაცვიფრა, რაც რომელიღაც კერპის მსგავსი იყო. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ქვები იმ უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევია, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობდნენ. მისი არსებობა კი არა ათას, არამედ მილიონი წლის წინანდელ ხანას უკავშირდება.
ჩვენი პლანეტის განვითარების ოფიციალური თეორიის მიხედვით, მილიონი წლის წინანდელი უძველესი ადამიანი ძალიან პრიმიტიული იყო და იგი ქვებისგან მსგავს ნაგებობებს ვერ ააშენებდა.
სწავლულების თქმით, იდეალურად თანაბარი ეს კოლონები, კიბეები და ტაძრები ბუნებრივი პროცესების შედეგია და არა_ადამიანის ნახელავი.
თუმცა ერთი რამ დამაფიქრებელია. თუკი ეს უცნაური ნაგებობები წყლის მიერ არის გამოქანდაკებული, მაშინ ერთსა და იმავე ადგილას სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა როგორ წარმოიქმნა: სამკუთხედები, რომბები, წრეები. ეს განსხვავებები შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნევა. მრავალწლიანი კვლევების შემდეგ არქეოლოგებმა ამ ნაგებობის სამგანზომილებიანი მაკეტი შეადგინეს. მონუმენტიხელით შექმნილ ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე ბუნების ქმნილებას.
"წყალქვეშა ქალაქს ჩვენს ცივილიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ქალაქის მდებარეობიდან გამომდინარე, უცნაური აღმოჩენა იმ პერიოდს უნდა ემთხვეოდეს, როცა იაპონიის კუნძულები არ არსებობდა და ყველაფერი ეს ერთი მთლიანი მატერიკის ნაწილს შეადგენდა. ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ იონაგუნი იაპონიის კუნძულებს შორის ყველაზე განაპირაა.
წყალქვეშა ქალაქში გვხვდება თუნუქის მილები, ძალიან ღრმა ჭა, ყველაფერი ეს კი წყლით ვერ გაკეთდებოდა.
მრავალი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ქალაქის განადგურების მიზეზი უძლიერესი მიწისძვრა იყო. კუნძული იონაგუნი ზუსტად წყნარი ოკეანის ზოლში მდებარეობს, გაძლიერებული აქტიობის ზონაში. შესაძლოა, ათასი წლის წინ მიწის ქერქის გადაადგილების გამო კუნძლის ნაწილი წყალში ჩაიძირა.