ოფიციალური თბილისი იაპონიიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს.
იაპონიაში საქართველოს ელჩის რევაზ ბეშიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ევაკუაციის გეგმა ამოქმედდება.
მისივე განმარტებით, ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გაყვანის გარდა, საელჩო კიდევ ერთ გეგმას განიხილავს, რომელიც მათ იაპონიის სამხრეთ ნაწილში გადაყვანას გულისხმობს.
"ველოდებით სამინისტროს მითითებას. სუტუაციის გართულების შემთხვევაში მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, მათ შორის, შესაძლოა, ევაკუციისიც", - განმარტა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა და თურქეთმა უკვე მიიღეს.