აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მსოფლიო საზოგადოებას რაც შეიძლება მალე ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება კლინტონმა აშშ-ს ერთ ერთ სატელევიზიო არხზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
კლინტონმა აღნიშნა, რომ "დრო ჩვენზე არ მუშაობს" და გაიხსენა ისიც, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ უკვე დაიწყო ლიბიაში არსებულ სიტუაციაში ჩარევისათვის სხვა და სხვა ვარიანტების განხილვა.
ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა აღიკვეთოს ლიბიის ტერიტორიაზე მუამარ კადაფის მოქმედებების გაგრძელება, რომელიც, კლინტონის სიტყვებით, "როგორც ჩანს სულ უფრო და უფრო მეტი ლიბიელის მოკვლას აპირებს".