"ტოიოტა" მარაგნაწილების წარმოებას 22 მარტს განაახლებს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ავტომობილების აწყობის წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული.
ინტერნერ პორტალი interfax წერს, რომ " Toyota Motor Corp ავტომობილების მომსახურებისათვის მარაგნაწილების წარმოებას 22 მარტს განაახლებს. მუშაობა აღდგება 7 ქარხანაში, რომელიც იაპონიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს"- ამის შესახებ "ტოიოტას" პრესსამსახურში განაცხადეს.
21 მარტისთვის კი განახლდება ავტომაკონპლექტებელი წარმოება, რაც აუცილებელია იაპონიის გარეთ მდებარე კომპანიის საწარმოების გამართული მუშაობისათვის.