ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს იაპონიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
ოფიციალური ვაშინგტონის შესაბამისი გადაწყვეტილება სპეციალურ პრესკონფერენციაზე აშშ-ს დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა გაახმაურა.
"ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს, რომლებიც იაპონიის ატომური ელექტროსადგურიდან 80 კილომეტრის რადიუსში ცხოვრობენ, დატოვონ ტერიტორია ან თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან", - განაცხადა ტონერმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს მთავრობამ იაპონიაში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებისა და მეგობრების რჩევით მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს მომხდარი 9 ბალიანი მიწისძვრის გამო, რამაც ცუნამიც გამოიწვია, ქვეყანაში სიტუაცია უკიდურესად კრიტიკულია. პრობლემები რჩება ატომურელექტროსადგურებზე, რის გამოც ქვეყანაში რადიაციის დონე მატულობს.