საქართველოში გრიპის ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
დაღუპულთაგან ერთს H1N1 დაუდგინდა, მეორის გარდაცვალების მიზეზი კი B ტიპის ვირუსი გახდა.
ექიმების განცხადებით, ორივე პაციენტის შემთხვევაში ვირუსი ქრონიკული დაავადებების ფონზე მიმდინარეობდა, ლეტალური შედეგი კი, დაინფიცირებულთა დაგვიანებულმა სამედიცინო მკურნალობამ გამოიწვია.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე გრიპის ვირუსის ათასობით შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ნახევარზე მეტი ე.წ. ღორის გრიპი იყო.