თბილისის დამწვრობის ცენტრში 1 წლის და 10 თვის ბავშვი მოათავსეს.
ლადო ქემუკლიძე დედაქალაქში ახმეტიდან წუხელ გადმოიყვანეს. ის ადუღებული წყლით სავსე ქვაბში ჩავარდა. ბავშვს სხეულის 15 % აქვს დამწვარი, მათ შორის სახე.
პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.