დღეს, 17 მარტს, 13:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკოს სპიკერი ჯული გიორგაძე ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი სამოქალაქო განათლების პროექტების შესახებ ბრიფინგს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძეიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ისაუბრებს 2011 წლის სამოქალაქო განათლების მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე, როგორიც არის რეგიონულური ცენტრების ჩამოყალიბება, საგრანტო კონკურსები და სოციალური მედიის უფრო ფართო გამოყენება. პროექტების მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა გააქტიურება და მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლება.
მსგავსი პროექტებით ადმინისტრაცია ეცდება, საფუძველი ჩაუყაროს მომავალში ამომრჩეველთა განათლების უფრო წარმატებულ კამპანიას