პირველად საქართველოში ქართულის, როგორც უცხო ენის, სტანდარტი შემუშავდა. 17 მარტს 11:00 საათზე, სტანდარტი განსახილველად კომპეტენტურ კომისიას წარედგინება.
პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროში გაიმართება და კომისიის წევრებთან ერთად, მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და დეპუტატი გურამ ჩახვაძე.