ხვალ, 17 მარტს, სასტუმრო "რედისონში" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოში დაბრუნებული ქართველი მიგრანტების რეინტეგრაციის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა" - გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართება.
პროექტის მიზანია მიგრაციული ნაკადების მართვა სახელისუფლებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერების, საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების და რეინტეგრაციის პროგრამების შემუშავება/განხორციელების, არალეგალური მიგრაციით გამოწვეული პრობლემების მოგვარების გზით.
პროექტის გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წარმომადგნელობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, პროექტის დირექტორი ბელა ჰენა, გერმანიის, ჩეხეთის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთის, უნგრეთის, შვედეთის და ბელგიის წარმომადგენლები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.