ოპოზიციის მოთხოვნით საარჩევნო კოდექსში რამდენიმე პრინციპზე შეთანხმება მოხდა, რომელთა მიხედვითაც საარჩევნო უბანი გახსნილად ჩაითვლება, თუ დილის 7 საათზე უბანზე კომისიის არანაკლებ იმყოფება 7 წევრი ნაცვლად 5-ისა.
ამ ორიციპის კანონში ასახვას ოპოზიცია პრინციპულად მიიჩნევდა, რათა არ მოხდეს ისეთი ფაქტები, როდესაც, უბნის გახსნისას ადგილზე მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები აღნოჩნდებიან.
მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა კომისიაში ხელისუფლებას თავმჯდომარის გარდა 6 წევრი ჰყავს.
ამასთან, კანონპროექტიდან ამოღებული იქნა ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუ არჩევნების დღეს რომელიმე წევრი არ გამოცხადდებოდა, მის ადგილს კომისიის მდივანი დაიკავებდა და ანხორციელებს რეგისტრაციას.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში კომისიის მდივანს, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელია, საკუთარი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეეშლება.
გარდა ამისა, ოპოზიციის მოთხოვნით, კანონში ჩაიწერება, რომ. თუ კომისიის წევრს აქვს განსხვავებული პოზიცია, ოქმზე ხელმოწერისას ჩაიწერება, რომ იგი არ ეთანხმება ოქმს. აქამდე ეს ნორმა არ არსებობდა და ცალკე უნდა დაწერილიყო ის პრეტენზია, რაც მას გააჩნდა.
სააქჩევნო კოდექსში ასევე შევა ცვლილება, რომლის თანახმად კომისია ვალდებული იქნება ოქმი გადასცეს პარტიის წევრს საარჩევნო კომსიაში. კანოპროექტის თანახმად კი ოქმის გადაეცემა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის და პარტიის წარმომადგენელს.