დღეს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.
როგორც ჟურნალისტებს ბაინდურაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე განხილული იყო ყველა ის საკითხი, რაც სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას ეხება.
კახა ბაინდურაშვილის თქმით, საუბარი შეეხო იმ სიახლეებს, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერდა.
"ეს ეხება ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ასოციაციის წევრთა მონაწილეობას, დღგ-ს დაბრუნების მექანიზმის გამარტივებას კომპანიებისათვის, ეკონომიკური თავისუფლების აქტით გათვალისწინებულ სიახლეებს და სხვა. განვიხილეთ ასევე საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სიახლეები", _ განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.
მას შემდეგ რაც ბიზნესასოციაცია ოფიციალურად დაარსდა, ფინანსთა მინისტრისა და ასოციაციის წევრებ შორის ეს პირველი შეხვედრაა.