ხვალ 4 დეკემბერს 16:00 საათზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ ერთ მილიონ კუბურ მეტრ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გაიმართება.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აუქციონი 30 ნოემბერს გამოაცხადა.
აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია კორპორაციის საბანკო ანგარიშეზე ჩარიცხოს 50 ლარი აუქციონში მონაწილეობის ბილეთის შესაძენად.
გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე (სოფელი პატარძეული) არსებულ საზომ პუნქტში, აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში.