საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაინიშნენ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 1 დეკემბერს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად დაამტკიცა არჩილ მესტვირიშვილის, ოთარ ნადარაიასა და ლაშა ჯუღელის კანდიდატურები.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.