თაბუკაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარი სახურავი განახლდება.
მთლიანად შეიცვლება ხის მასალა და თუნუქის სახურავი.
სამუშაოები თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარეობს. თანხის 80%-ს ძველი თბილისის გამგეობა, ხოლო 20%-ს მოსახლეობა ფარავს.
ხანძარი 10 თებერვალს გაჩნდა, რის შედეგადაც 380 კვადრატული მეტრი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადენთა გაუმართაობამ გამოიწვია. სახლში სულ 20 ოჯახი ცხოვრობს.