მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გატანა გადაიდო. აღნიშნული გადაწვეტილება ბუროს სხდომაზე მიიღეს.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედიასაშუალების ფინანსურ გამჭვირვალეობასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, თუმცა აუცილებელია კანონში მისი შესაბამისი ფორმულირებით ასახვა მოხდეს.
მისი თქმით, მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტზე ფინასური აუდიტის ჩატარების შესახებ ფორმულირებაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ ცვლილება შედის "მაუწყებლობის შესახებ" კანონში, რომლის თანახმადაც, კომპანიებს, რომლებიც ოფშერულ ზონებში არიან დარეგისტრირებული, მედიამაუწყებლის წილის ფლობა ეკრძალებათ.
ამასთან, ოპოზიცია კანონპროექტში ფინასური გამჭივალობის ასახვას და შესაბამისას ფინასური აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას ითხოვდა, რომელზედაც უმრავლესობასთან პოზიციები კონსულტაციების დროს შეაჯერეს.