გადასახადების მარტივად და კომფორტულად გადახდა ამიერიდან "გაერთიანებული ტელეკომის" აბონენტებს რეგიონებშიც შეეძლებათ.
ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, სენაკში, აბაშასა და ლანჩხუთში მოქმედ კომერციული ბანკების ფილიალებში სატელეფონო დავალიანების გადახდების სისტემა ამოქმედდა. დღეიდან ამ ქალაქებს ოზურგეთი მიემატა და მოსახლეობა სატელეფონო დავალიანების დაფარვას "ტაოპრივატბანკში" ყოველგვარი საკომისიო დანამატის გარეშე შეძლებს.
კომპანიის აბონენტები რეგიონებში ანგარიშსწორებას ნოემბრიდან აწარმოებენ სამ ბანკში: „საქართველოს ბანკი", „ტაოპრივატ ბანკი", „თიბისი ბანკი" და ფეი-ბოქსების (ტერმინალების) მეშვეობით (ნოვა; თიბისიფეი). ასევე კერძო კომპანიამ Uჩჩ, რომელიც სხვადასხვა ბანკების მომსახურებებს აერთიანებს, რეგიონებში სატელეფონო დავალიანების დაფარვის სერვისის ამოქმედებას იწყებს. ამ ეტაპზე ქალაქ ფოთის აბონენტები სარგებლობენ Uჩჩ მომსახურებით.
„გაერთიანებულმა ტელეკომმა" წლის დასაწყისში თბილისსა და რუსთავში დავალიანების დაფარვის ალტერნატიული გზები შესთავაზა აბონენტებს. კომპანიის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სატელეფონო და ინტერნეტ გადასახადები კომერციულ ბანკებში („საქართველოს ბანკი", „თიბისი ბანკი", „ვითიბი ბანკი", „ბითიეი ბანკი", „კორსტანდარტ ბანკი", „ტაო ბანკი", „სახალხო ბანკი", „თბილბიზნესბანკი") და მაღაზიათა ქსელში „მობი" ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გადაიხადონ. ასევე შესაძლებელია დავალიანების დაფარვა ტერმინალების და ინტერნეტის (www.ipay.ge, www.tbcbank.ge ) მეშვეობით. მათ რიცხვს 2010 წლის იანვრიდან მიემატება ბანკი „რესპუბლიკა" და ბანკი „ქართუ".