ფხაზეთიდან დევნილი 30 ოჯახი რუსთავში, საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებს.
დევნილებისთვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ყოფილი 162-ე პროფსასწავლებლის შენობა, რომელიც რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გარემონტდა, 116 ადამიანზეა გათვლილი. 64-ბინიან 2 კორპუსს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდათ.
თითო ოჯახმა საკუთრებაში 2 და 3 ოთახიანი ბინები მიიღო. ცერემონიას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი პირადად დაესწრო. კორპუსის დათვალიერების შემდეგ, მინისტრმა მიმდებარედ, გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა და დევნილებს საბავშვო და სპორტული მოედნის აშენებასაც დაჰპირდა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო საკუთრების გარეშე არცერთ დევნილს დატოვებს და პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ დევნილები სრულად არ დაკმაყოფილდებიან.
დევნილები დღემდე კომპაქტიურად, საბავშვო ბაღებსა თუ სხვა დაწესებულებებში ცხოვრობდნენ.