თბილისთან ერთად ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვები გამოვლენილია იმერეთში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში.
დღეისთვის, საქართველოში A/H1N1 ვირუსის 25 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა დაინფიცირებულს ვირუსი დაავადებულთან კონტაქტის შედეგად გადაედო.
4 პაციენტი ინფექციური პათოლოგიების ცენტრში მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.