ხვალ, 3 დეკემბერს, 13:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთათვის `შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის" აზერბაიჯანული თარგმანის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პრეზენტაცია მიზნად ისახავს დოკუმენტის მნიშვნელობის, სამოქმედო გეგმის იმპლიმენტაციის და საზოგადოებრივი მონიტორინგის როლის განხილვას.
პრეზენტაციას რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები დაესწრებიან.