წუხელ, გვიან ღამით, თბილისში, გუდაურის ქ. # 1-ში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოედო, რომელშიც იმ დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
დამწვარია 50 კვადრატული მეტრის ფართობი. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა.
მეზობლების განცხადებით, ბინა უცხოელებს ჰქონდათ დაქირავებული.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის 10 ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზება 15 წუთში მოხერხდა.