2 დეკემბრს, 16:00 საათზე, "სახალხო სასამართლოს" ოფისში "დიდი საბჭოს" პირველი სხდომა ჩატარდება.
საბჭოს შემადგენლობაში არიან "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელი თამაზ გამცემლიძე, პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების~ წევრი გივი თალაკვაძე; "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი ზურაბ ბიგვავა; "კონსერვატორული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი; "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი შალვა შავგულიძე; "საქართველოს გზის" წევრი არჩილ ქავთარაძე; "ლეიბორისტული პარტიის" წევრი კახა ძაგანია; "ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ზურაბ დიასამიძე, "ხალხის პარტიის" წევრი როინ ხიჯაკაძე; "ქალთა პარტიის" წევრი გუგული მაღრაძე; "საქართველოს იურისტთა გაერთიანების" წევრი ოთარ გამყრელიძე; "ქართული აკადემიის" წევრი ოთარ მელქაძე, "საიას" წევრი თამარ ხიდაშელი; "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წევრი მანანა კობახიძე; "კანონი ყველასათვის" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი; "თავისუფლების და მშვიდობის ფონდის~ წევრი - ლიკა ოთარაშვილი; ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი; "7 ნოემბერის" წევრი ჯაბა ჯიშკარიანი და "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წევრი ნანა კაკაბაძე.
სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ხელისუფლების სამართალდარღვევები. საბჭოს წევრები სხდომაზე მმართველ პარტიასა და ხელისუფლებისთვის გასაგზავნი ღია წერილების ტექსტის მოამზადებენ.