"ავერსის" აფთიაქებში მედიკამენტები გაიაფდა. ფარმაცევტული კომპანია "სანოფი ავენტისის" მიერ წარმოებულ პრეპარატებს მომხმარებელი ფასდაკლებით შეიძენს.
კომპანია "ავერსის" ინიციატივით, ფარმაცევტულ კომპანია "სანოფი ავენტისის" წარმომადგენლობასთან გაიმართა მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც, 2009 წლის 20 ნოემბრიდან მომხმარებელს საშუალება მიეცემა, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოს ფარმაცევტული კომპანია "სანოფი ავენტისის" მიერ წარმოებული პრეპარატები: 1. ნოშპა _ სპაზმოლიზური საშუალება რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სახის სპაზმების დროს; 2. ფესტალი _ ფერმენტული საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მონელების პროცესს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ მდგომარეობას; 3. ესენციალე ფორტე _ ჰეპატოპროტექტორი, რომელიც აუმჯობებსებს ღვიძლის ფუნქციასა და მის ფერმენტულ აქტივობას; 4. კორდარონი (ტაბლეტებში) _ ანტიარითმული საშუალება; 5. მაგნე ბ6 - მაგნიუმისა და ვიტამინ B6-ის კომბინირებული საშუალება, რომელიც აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს; 6. პლავიქსი _ანგიოპროტექტორი და მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკისთვის.