საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" წერილით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს მიმდინარე წლის 19 ნოემბერს აბო თბილელის ქუჩაზე მდებარე მოღნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია გამოხატავს წუხილს იმ ფაქტის თაობაზე, რომ მოღნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია რამოდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება და შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება, თუმცა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არ იქნა მიღებული ქმედითი ზომები ეკლესიის რესტავრაციისა და მისი ქმედითუნარიანობის უზრუნველსაყოფად.
"მრავალეროვანი საქართველო" თხოვნით მიმართავს საქრთველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს, შეფასება მისცეს მოღნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გუმბათის ჩამონდრევის ფაქტს, ასევე ორგანიზაციას გაუზიაროს სახალხო დამცველის აპარატის სამომავლო გეგმები საქართველოში სხვადასხვა რელიგიურ კონფესიას მიკუთვნებული ისტორიული ძეგლების დაცვისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობის თაობაზე.