"ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ აზერბაიჯანის თითოეულმა მოქალაქემ ქვეყნის დინამიური განვითარებით მაქსიმალურად ისარგებლოს,"_ აღნიშნა აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩმა მეთიუ ბრაიზამ.
დიპლომატის თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს.
ამის შესახებ ბრაიზამ აზერბაიჯანულ-ამერიკული სავაჭრო პალატის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა, სადაც აშშ-ის ხელისუფლებასთან აზერბაიჯანული კერძო კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობის საკითხიც განიხილეს. ამ ინფორმაციას "ტრენდი" ავრცელებს.
ამასთან, სხდომაზე განიხილეს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის საკითხები, არამედ სხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობაც.
მეთიუ ბრაიზას თქმით, ყარაბახის საკითხი საკითხი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილის ჯეიმს სტაინბერგის აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც უმთავრესი იქნება. ამასთან, სტაინბერგი კორუფციასთან ბრძოლის საკითხებსაც განიხილავს და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებასაც შეხვდება.