ეროვნული ბანკის გაზრდილი საბჭოს შემადგენლობაში 3 ახალი წევრის თანამდებობაზე კანდიდატები შერჩეულია. კანდიდატებად დასახელებული არიან არჩილ მესტვირიშვილი, ოთარ ნადარაია და ლაშა ჯუღელი.
პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატები დღეს წარუდგინა. საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე განიხილა.
როგორც სხდომაზე ითქვა, სამივე კანდიდატურა შერჩეულია პროფესიული ნიშნით და კომიტეტმა კანდიდატებს მხარი ერთხმად დაუჭირა.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ცოტა ხნის წინ განხორციელებული ცვლილების თანახმად გაიზარდა. აღნიშნული ნორმა ძალაში დღეიდან შევიდა.