დღეს, 24 თებერვალს, 13:00 საათზე, აბაშიძის 81 ნომერში, "გუდვილის" ქვებრენდის სახით სამკერვალო მაღაზია-სალონი "მერლინი" გაიხსნება. ახალი სავაჭრო ობიექტი "გუდვილის" პირველი ტანსაცმლის მაღაზიაა და დაბალი ფასებით იქნება გამორჩეული.
"გუდვილის" მენეჯმენტის ინფორმაციით, სამკერვალო მაღაზია-სალონ "მერლინში" წარმოდგენილი იქნება ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ყველა ზომის ტანსაცმელი, ასევე, თეთრეული, ქსოვილები და აქსესუარები.
"მერლინის უპირატესობას წარმოადგენს პროდუქციის მრავალფეროვნება, მოულოდნელად დაბალი ფასები. მაღაზიაში ყველაფერი ადგილობრივი წარმოებისაა, თუმცა ხარისხით უცხოურ ნაწარმს არ ჩამოუვარდება. მიუხედავად მაღალი ხარისხისა, ფასები გასაოცრად დაბალია, რაც პროდუქციას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. "მერლინში" ტანსაცმლის ფასი 15 ლარიდან დაიწყება, თეთრეულის ფასი - 6 ლარიდან, ქსოვილები კი 8 ლარი ეღირება", - აცხადებს მაღაზიის დირექტორი მიხეილ ჩარკვიანი.
მისი ინფორმაციით, "მერლინში" ტანისამოსის ზომები შეზღუდული არ იქნება.
"სასაიმოვნო სიახლე ელით მათაც, ვისაც დიდი ზომის ტანსაცმელი სჭირდება, ვინაიდან ჩვენთან ზომები შეზღუდული არ არის. მაღაზიაში წარმოდგენილია BთM-ის პროდუქცია, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში მდებარე ფაბრიკაში იკერება. მაღაზიასთან იფუნქციონირებს სამკერვალო სალონი, სადაც მაღაზიაში შეძენილი მატერიებისგან სასურველი სამოსის შეკერვა და გადაკეთება იქნება შესაძლებელი", - აცხადებს ჩარკვიანი.
გუდვილის მენეჯმენტის პროგნოზით, ახალი მაღაზია თბილისელების მოწონებას დაიმსახურებს, როგორც ხარისხიანი პროდუქციის, ასევე ფასების თვალსაზრისით და მომხმარებლების უსაყვარლეს ადგილად იქცევა.