ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რიგი უფლებამოსილებები აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა "საქართველოს საგადასახადო კოდექსში". ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, საგადასადახო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ბიუროს შესაძლებლობა ეძლევა, საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული ღონისძიებები თავად განახორციელოს. კერძოდ, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, აღწეროს პირის ქონება, მოახდინოს მისი შეფასება, ყადაღის აქტის შედგენა, შენახვა, დალუქვა, ასევე გადასახადის გადამხდელისგან ქონების ნუსხის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვა და ა.შ..
შემოსავლების სამსახური ხელშეკრულებას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთანაც დადებს, რომლის საფუძველზედაც რეესტრს შესაძლებლობა ექნება, საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული გადასახადების გადამხდელთა მომსახურეობის ცალკეული სახეები თავად განახორციელოს.