ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს.
ადვოკატი, საგამოძიებო ორგანოში, 13:00 საათზე მივა.
მისი თქმით, ყველა პოლიციელის ამოცნობა, შეუძლია, რომლებმაც მისი თქმით, ბიზნესმენის სახლის ჩხრეკისას მასზე იძალადეს.
მათ აქვთ ვიდეო-კადრები გადაღებულ, როგორ ხდებოდა, დაიწყო ძალადობა - გამითიშეს ტელეფონი, რომ არ გადამეღო, თუმცა არიან მოწმეები, რომლებიც შეესწრნენ, როგორ იძალადეს ჩემზე. ჩემი გამოკითხვაზე დაბარების გარეშეც შეეძლოთ, მოძალადე პოლიციელები დაეკავებინათ, თუმცა არცერთი მათგანი დაკავებული ამ დრომდე არ არის. ჩემს გარდა, ნაცემია ორი ქალბატონიც.
ვფიქრომ მათ უნდოდათ, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ჩაედოთ ბატონი თამაზ ელიზბარაშვილისთვის, ამიტომ მაიძულებდნენ ვიდეო-გადაღება შემეჩერებინა,"- განუცხადა ადვოკატმა მედიას.
რაც შეეხება ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს, ის ამ დრომდე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მას 72-საათიანი ვადა იმისათვის, რომ სასამართლომ მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელოს, ხვალ ეწურება.
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.