უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-ისგან მოსკოვში ბოლო დღეებში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
„დღეს ამერიკული მხარისგან მივიღეთ ინფორმაცია მოსკოვში ბოლო დღეებში გამართული შეხვედრების შესახებ. იქ შეხვედრების მთელი სერია გაიმართა. ჩვენ ამერიკულ მხარესთან ამ თემაზე წინა დღითაც ვსაუბრობდით და ახლაც ვესაუბრეთ. მადლობას ვუხდი მათ ინფორმაციისთვის და რუსეთთან საუბრის საჭირო ტონისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა აფასებს მხარეების ნაბიჯების კოორდინირებულობას და იმას, რომ აშშ ხელს უწყობს საკმაოდ რეალისტურ ხედვას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა.
The Wall Street Journal წერს, რომ ჯონ რეტკლიფის რუსეთში ჩასვლის მიზეზი, ამერიკული მხარის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის რუსეთის შესაძლო სამხედრო მობილიზაციის ადრეული მზადების შესახებ სადაზვერვო მონაცემების მოიპოვება გახდა. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა მოიპოვა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის შესაძლო სამხედრო მობილიზაციის ადრეული ეტაპის მზადებასა და NATO-ს სიმტკიცის გამოცდის გეგმებზე მუშაობს.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რეტკლიფის ვიზიტი ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტს უკავშირდება.