დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2009 წლის 1 ნოემბრისათვის 3.2 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 4.1 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის 1 ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 1.8 და 5.5 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2009 წლის 1 ნოემბრისათვის 73.1 პროცენტი შეადგინა.
დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 10.0 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.3 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.8 პროცენტს.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76.0 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 23.1 პროცენტს შეადგენს.