აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს. მისი თქმით, ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას შეამცირებს.
„ეს ორმაგი დარტყმაა. ჩვენ გვაქვს ბლოკადა და დავაწესებთ ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს. ეს ირანზე იმოქმედებს და ამ რეჟიმს დავამხობთ. დადგა დრო, ჩვენმა მოკავშირეებმა და დანარჩენმა მსოფლიომ გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა ბესენტმა.
ბესენტმა აღნიშნა, რომ სანქციების დაწესების დეტალებს მომდევნო კვირაში, ორშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებს.
შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა შეერთებულმა შტატებმა ზომები მიიღოს ჩინეთის წინააღმდეგ ირანთან ბიზნესის წარმოების გამო, ბესენტმა უპასუხა, რომ ბევრი საუბარი უმჯობესია პირად ფორმატში გაიმართოს.