ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო , გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ქარიატაში მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედა 7 წლის შვილის გადასარჩენად მდინარეში შევიდა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა.
ბავშვის ცხედარი ადგილობრიებმა იპოვეს. ხობისწყალში დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მობილიზებულია სასწრაფო დახმარტების ბრიგადაც.