ადვოკატ მარიკა არევაძის ინფორმაციით, საემიგრაციო სამსახურმა დააკავა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში.
"ჩემი ინფორმაციით საემიგრაციომ დააკავა László Róbert Mézes. დეტალებს არკვევს ადვოკატი და გაგაგებინებთ.
აქვე, ის ქვეყანაში იმყოფება ლეგალურად." - წერს არევაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზესი ამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო წლებია აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.