ჩაქვში ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა ის ადგილზევე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ლიანდაგზე ჩაეძინა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.