რუსებმა კრამატორსკის ცენტრში ორი საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 22 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ამის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა და ქალაქის მერმა ალექსანდრ გონჩარენკომ განაცხადეს.
ფილაშკინის ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები.
„ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. დაშავებულების ზუსტი რაოდენობა და ნგრევის მასშტაბი ზუსტდება“, – განაცხადა მან.
ფილაშკინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დონეცკის ოლქში დარჩენა კვლავ სახიფათოა და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი, შემდეგ 15 დაშავებულის შესახებ, თუმცა 13:50 საათის მდგომარეობით ქალაქის საბჭომ დაადასტურა, რომ რუსული ავიაიერიშის შედეგად 22 მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული.