შავ ზღვაში თურქეთის კუთვნილ სატვირთო გემ NADEZHDA-ზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის სამი წევრი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია თურქეთის საზღვაო საქმეთა სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების განცახდებით, გემი თავდასხმის დროს ნოვოროსიისკიდან დაახლოებით 37 კმ-ის დაშორებით იმყოფებოდა.
გემზე სულ 22 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათ შორის თურქეთის 13 მოქალაქე.
წინასწარი შეფასებით, დაზიანდა გემის საცხოვრებელი ნაწილი და ცხვირი, ბორტზე ხანძარი გაჩნდა.
უწყების ინფორმაციით, ყველა ეკიპაჟის წევრი რუსეთის საზღვაო ძალების დახმარებით უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული რუსეთის პორტში.