რუსტემ უმეროვი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უმეროვი უახლოეს დღეებში საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე უმეროვი კოორდინაციას გაუწევს დრონებთან დაკავშირებით ახალი შეთანხმებების დადებას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას ამჟამად ასეთი შეთანხმებები ცხრა ქვეყანასთან აქვს და კიდევ 15-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
უმეროვი დიპლომატიურ მიმართულებაზე მუშაობას გააგრძელებს, განსაკუთრებით აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით.