ვლადიმირის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ავდეევმა განაცხადა, რომ დილით Wildberries-ის საწყობზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, ორშაბათს დილით, ვლადიმირის ოლქის სობინის რაიონში, უკრაინულმა დრონებმაWildberries-ის უმსხვილესი საწყობი გაანადგურეს. ყუკრაინის ხელისუფლებას ლოგისტიკურ ცენტრზე მორიგი თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
იარაღის მწარმოებელმა კომპანია Fire Point-მა განაცხადა, რომ დარტყმა უკრაინული დრონით - FP-1 განხორციელდა.